15:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 10:31:58, 2320 ნახვა

სამართალი
ბათუმის აეროპორტში ტაშკენტის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ლ.კ. ბათუმის აეროპორტში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ლ.კ. დამნაშავედ არის ცნობილი უზბეკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-2, 155-3 159-3, 242-2 244 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ტერორიზმს, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, დივერსიული თავდასხმების განხორციელებას და საბრძოლო მასალის უკანონო ჩამორთმევას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics