|
2017-02-14 18:06:51, 2569 ნახვა
სამართალი კომენტარი
მდინარაძე: პროკურატურა ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროკურატურა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ფიგურანტის გათავისუფლების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია პიროვნებაზე, რომელსაც ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება: „თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, საუბარია იმ პიროვნებაზე, რომელსაც ბრალი უკანონოდ იარაღის შეძენა შენახვაში ედებოდა. მას სასამართლომ პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. რამდენადაც ვიცი, პროკურატურა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს“,-აღნიშნა მდინარაძემ. გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებული ბორის ჩაგუნავა საქალაქო სასამართლომ 9 თებერვალს გაათავისუფლა. მას პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)