|
2017-02-14 17:53:30, 2101 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების საპარლამენტო უმცირესობისთვის მინიჭებაზე, შეთანხმებას არ გამორიცხავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციონალისტების ინიციატივა, რომლის თანახმადაც, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილება, საპარლამენტო უმცირესობას უნდა გააჩნდეს, საკმაოდ პოზიტიურია და არ გამორიცხავს, ამ საკითხზე ოპტიმალური შეთანხმება მოხდეს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ: „ეს სამსჯელო საკითხია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ოპტიმალური შეთანხმება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან გუნდში ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის ინიციატივით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილება საპარლამენტო უმცირესობას უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ ამ კომისიის შექმნის უფლებამოსილება ამჟამად მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას გააჩნია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)