|
2017-02-14 16:59:34, 2403 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მენაბდე: საპარლამენტო უმცირესობას საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის ინიციატივით, საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილება საპარალამენტო უმცირესობას უნდა გააჩნდეს. როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუმარტა, მოქმედი წესის და პრაქტიკის შესაბამისად საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილება მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. „მიგვაჩნია რომ ეს არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის უფლებამოსილება, რომელსაც ისედაც აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეების გამოძიების შესაძლებლობა. არამედ ეს უნდა იყოს საპარლამენტო უმცირესობის უფლებამოსილება და პარლამენტართა ერთი მეხუთედის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა იქმნებოდეს დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა პარლამენტმა შეძლოს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური კონტროლი. ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ პარლამენტმა გააკონტროლოს ის საქმეები, სადაც არსებობს ეჭვი, რომ გამოძიება კარგად ვერ მუშაობს და საჭიროა შეიქმნას საგამოძიებო კომისია“,-განაცხადა მენაბდემ. მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასეს თუმცა, არიან მოწინააღმდეგეებიც. ამასთან, მენაბდის ინფორმაციით, დღევანდელ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე საპარალამენტო საარჩევნო სისტემის საკითხზე მსჯელობა არ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)