22:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 15:19:45, 3139 ნახვა

მსოფლიო
ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 90-ზე მეტი კი, დაშავდა

ფილიპინებზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 90-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გუშინ მოხდა.

მათივე ცნობით, მიწისძვრას 89 განმეორებით ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ზონაში დანგრეულია სახლები, ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც BBC სეისმოლოგებზე დაყრდნობით წერს, ეს ბოლო 100 წლის განმავლობაში ფილიპინებზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. გარდა ამისა, ისინი განმეორებით ბიძგებს არ გამორიცხავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics