2017-02-10 13:07:29, 2447 ნახვა
სამართალი
სასამართლომ სააკაშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის მიმართ პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა
მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, მოსამართლემ ძალაში დატოვა.
საქმე 7 ნოემბერს რიყეზე მომიტინგეების დარბევასა და "ტელეიმედში" შეჭრას ეხება. დღესვე ამავე საქმეებზე კოლეეგიის თავმჯდომარე შეიცვალა.
ცნობისთვის, ნინო ელეიშვილი მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ჩაანაცვლა. მოსამართლე ნინო ელეიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა. იმის გამო, რომ საქმეში ახალი მოსამართლე შემოვიდა ჯერჯერობით უცნობი დარჩა, თუ როდის გაიმართება შემდეგი პროცესი.
მოსამართლე მაღლაკელიძემ სისხლის სამართლის საქმის დეტალების გასაცნობად დრო ითხოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან