13:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:24:46, 425 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ამაყი ვარ, რომ დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების 7% ქალებითაა დაკომპლექტებული

მე ამაყი ვარ იმით, რომ დღეს  ჩვენი შეიარაღებული ძალების 7% ქალებითაა დაკომპლექტებული", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქალების და მამაკაცების თანაბარი შესაძლებლობების რეალიზაციას თავდაცვის უწყებაში.

გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში წვლილის შეტანას აგრძელებს.

"2014-2015 წლებში ჩვენმა დანაყოფმა ღირსეულად მოიხადა მხედრული ვალი ცენტრალურ აფრიკაში; საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესი და 2015 წლის იანვრიდან ჩაერთო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF 2015); მეორე ასეული ამჟამად გადის შეფასების პროცესს. ცამეტი ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა გამოიარა ავღანეთის მკაცრი გამოცდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თავდაცვის ახალმა მინისტრმა სამხედრო უწყებაში დაგეგმილი რეფორმები წარადგინა.

"ზემოთ უკვე ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, უნდა აღინიშნოს ინსტიტუციური რეფორმები, როგორც თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, ასევე თავდაცვის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის შემუშავების სფეროში. ასევე პროფესიულ სამსახურზე ეტაპობრივად გადასვლის გეგმა, რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შექმნა, თავდაცვითი შეიარაღების განახლება, სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავსებადობის განმტკიცება, რასაც სათანადო საფინანსო რესურსი ესაჭიროება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics