|
2017-02-03 17:37:30, 2177 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გია ხუხაშვილი მოსამართლეების საქმეზე: ვინც არ უნდა იდგეს ამის უკან, პრინციპის საქმეა - უნდა დაისაჯოს
ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი უმძიმესია და ამით ინსტიტუციური სტაბილურობა ეჭვქვეშ დგება. როგორც ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მთავარი კითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან აქვს, რომელიც მისი თქმით, "უპასუხისმგებლოდ იქცევა". "მთავარი კითხვა მაქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, რომელიც ძალიან მცირე, უმნიშვნელო რაღაცეებზე მუდმივად გამოდის და ამბობს, რომ მოსამართლეებს დაიცავს. იძახდა - მე ამას ვიზამო, იმას ვიზამო და დღეს, ასეთი ძალიან მძიმე ფაქტი ხდება, რომელსაც როგორც ჩანს, მინიმუმ 2 კვირიანი ისტორია აქვს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი არის ჩუმად. არც ერთი საჯარო განცხადება მისი მხრიდან არ მოგვისმენია, მოსამართლეების დაცვის თვალსაზრისით. ეს ძალიან მძიმე კითხვებს აჩენს. რატომ იქცევა დღეს ასე, ადამიანი, რომელიც თავის დროზე ფაქტობრივად აცხადებდა, რომ მოსამართლეების კორპუსი იქნება დაცული. ვფიქრობ, რომ ქალბატონი გვენეტაძის ამ უპასუხისმგებლო საქციელმა საბოლოო ჯამში განავითარა ეს თემა და "ვიკილიქსამდე" მიგვიყვანა. ამ ქალბატონს თავის დროზე პრევენტული განცხადება რომ გაეკეთებინა, ეს "ვიკილიქსი" ახლა არ გვექნებოდა", - განაცხადა ხუხაშვილმა. ამასთან, ექსპერტის განმარტებით, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორედ ის ადამიანი აგზავნის შეტყობინებებს. "განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ის ადამიანი გზავნიდა. შეიძლება ის კი არ აგზავნის, არამედ ვიღაც სხვა აგზავნის, იმის სახელით. ვისგანაც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ძალიან ბინძურ ისტორიასთან და ვინც არ უნდა იდგეს ამის უკან, ეს არის პრინციპის საქმე და ის უნდა დაისაჯოს. კატეგორიული არ ვიქნები, საიდან ხდება და როგორ ხდება, არ ვიცი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ძველი ხელისუფლებაა, დღევანდელი ხელისუფლებაა თუ კიდევ ვინმე, მესამე მხარე", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)