|
2017-02-03 14:13:18, 2266 ნახვა
სამართალი კომენტარი
ხატიაშვილი: პატარა მურუსიძეს აირჩევენ დიდი მურუსიძეები, რაც ქვეყნის ტრაგედიაა
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებული ვეტოს საკითხზე პრეზიდენტი სასახლეში ამ წუთებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, სანამ პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა, მათ გიორგი მარგველაშვილს მიმართეს და ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სასამართლოს სრული "მურუსიზაცია" ქვეყნის განვითარებისთვის დამღუპველი იქნება. ხატიაშვილმა მედიას განუმარტა, თუ რა იგულისხმა მან, სასამართლოს "მურუსიზაციაში": "წულუკიანმა მოგვატყუა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევდნენ, როცა წარადგინა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ მესამე ტალღის კანონპროექტი, დარჩა ისე, როგორც იყო და დაუმატეს უფრო მეტი უბედურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მივმართე საქართველოს პრეზიდენტს, ანუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარე შეიძლებოდა მხოლოდ 3 პირი ყოფილიყო. დღევანდელი კანონპროექტით ეს გაუარესდა და ნახევარი შეიძლება დააკომპლექტონ სასამართლო თავმჯდომარეებისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ანუ რა გამოდის, სასამართლოს თავმდჯომარეს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეებით აკომპლექტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამასთან, ინსპექტორი დამოუკიდებელი იქნებაო, წულუკიანი გაიძახოდა, ყვიროდა, წიოდა, ვინ ირჩევს ინსპექტორს?! ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ანუ პატარა მურუსიძეს აირჩევენ დიდი მურუსიძეები. ესაა ამ ქვეყნის ტრაგედია", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)