|
2017-02-01 13:51:22, 2531 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი მარინ ლე პენს ფულის უკანონო გაფლანგვაში ადანაშაულებს - ლე პენი თანხის გადახდას არ აპირებს
ევროპარლამენტი „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერსა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს ევროპული ფონდებიდან თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მარინ ლე პენი თანაპარტიელი კატრინ გრიზეს მუშაობას უკანონოდ აფინანსებდა . ევროპარლამენტის ცნობით, ლე პენის თანაშემწე ვალდებული იყო მუშაობის ფარგლებში საკმაოდ დიდი დრო ბრიუსელსა და სტრასბურგში გაეტარებინა, თუმცა ის პარიზიდან თითქმის არ გასულა. ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ მარინ ლე პენმა თანაშემწეზე უკანონოდ დახარჯული თანხა, რომელიც 300 ათას ევროს აღემატება, უნდა დააბრუნოს, თუმცა ლე პენის განცხადებით, ის თანხის გადახდას არ აპირებს. მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ დადგენილი თარიღი დღეს ღამის 12 საათზე ამოიწურა. BBC-ის ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში ევროპარლამენტი ლე პენს დეპუტატის ხელფასის მოჭრით ემუქრება. თავად ლე პენი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური "ვენდეტას" მსხვერპლია. "არ დავემორჩილები ჩემ პოლიტიკურ ოპონენტებსა და მათ მიერ განხორციელებულ დევნას...იქამდე სანამ არ იქნება საკმარისი სამხილი და სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა მარინ ლე პენმა. ცნობისთვის, საფრანგეთში აპრილის თვეში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მარინ ლე პენი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია. როგორც ვარაუდობენ, მისი მთავარი ოპონენტები ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კონსერვატორი ფრანსუა ფიიონი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)