|
2017-01-30 15:44:13, 3060 ნახვა
მსოფლიო
Starbucks-ი მსოფლიო მასშტაბით 10 000 მიგრანტს დაასაქმებს
კომპანია Starbucks-ი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბანს პასუხობს და ახალ დაპირებას გასცემს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მომავალი 5 წლის განმავლობაში კომპანია 10 000-მდე ლტოლვილსა და იმიგრანტს დაასაქმებს. ღია წერილში, რომელსაც Starbucks-ის გენერალური დირექტორი, ჰოვარდ შულცი ავრცელებს, ის გაკვირვებულია ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და მას 3 სიტყვით აფასებს: "არეულობა, სიურპრიზი, წინააღმდეგობა". მედიის ცნობით, ახალი კადრების აყვანა თავდაპირველად აშშ-ში დაიწყება და ფოკუსირება იმ ადამიანებზე გაკეთდება, ვისაც ჯარში უმსახურია. გარდა ამისა, Starbucks-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს. Facebook, Google და Tesla იგივე დაპირებებს გასცემს. კომპანია Airbnb კი იმ ადამიანებს, ვინც ახალი შეზღუდვების გამო აშშ-ში ვერ შევიდა, უფასო საცხოვრებლებს სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)