|
2017-01-27 14:12:09, 1613 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: საქართველოს ნატოს სამიტზე არ გამოჩენა აღქმული იქნება, როგორც ქვეყნის კურსის ცვლილება
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველო 2017 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება. ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ექვემდებარება რუსეთის ზეწოლას და ჰყიდის ეროვნულ ინტერესებს, რომელშიც ნატოში გაწევრიანებაც შედის. ჭიაბერაშვილის შეფასებით, თუ საქართველო სამიტზე არ გამოჩნდება, ეს აღქმული იქნება როგორც ქვეყნის კურსის ცვლილება. "თქვენ რა გგონიათ, რომ რუსეთთან დათმობა მარტო მწვანილის გაყიდვას ნიშნავდა? ეს ნიშნავდა, რუსეთთან ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას და ნატოში გაწევრიანება შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. დოლიძის განცხადება, ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს პირდაპირ ჯდება იმავე ხაზში, რაცაა გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმება, რაცაა ქართველ ოფიცრებზე და ჯარისკაცებზე მტრული სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მიწოდება. ჩვენს გვყავს მთავრობა, რომელიც ექვემდებარება რუსეთის ზეწოლას და ყიდის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. საქართველო ყოველთვის ესწრებოდა ნატოს ბოლო სამიტებს და ესწრებოდა, როგორც ქვეყანა, რომელსაც განცხადება აქვს გაკეთებული, იმაზე, რომ უნდა გავხდეთ ნატოს წევრი და ჩვენი გამოჩენა ამ სიტუაციაში არის მნიშვნელოვანი. არ გამოჩენა აღქმული იქნება, როგორც ჩვენი კურსის ცვლილება, რაც პუტინს უბიძგებს მეტი ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე. თუ დაინახო, რომ მისი ზეწოლის ქვეშ სამიტზე აღარ მივდივართ, ის კიდევ უფრო აგრესიული გახდება საქართველოს მიმართ", - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო 2017 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ვინაიდან, სამიტი ვიწრო ფორმატში გაიმართება და მას მხოლოდ წევრი ქვეყნები დაესწრებიან. სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ფორმებისა და გეგმების შემუშავებას უკავშირდება. ცნობისთვის, ნატოს რეალობაში არსებობს პრეცენდენტი, როდესაც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ, რათა მათი ურთიერთობის ფორმები დაესახათ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. აღნიშნული ბუშის არჩევის შემთხვევაში განხორციელდა.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)