|
2015-03-29 16:36:19, 717 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა. დალოცვის ცერემონიას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ჩვენი მესაზღვრეები, უსურვა ჯანმრთელობა, მხნეობა, გამძლეობა და გაერთიანებული საქართველოს ტერიტორიების დაცვა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აქვე მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს წინამორბედს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართველი მესაზღვრეების სულის განმტკიცებაში. თუ როგორი მტკიცენი არიან მათ ეს არა ერთხელ დაამტკიცეს და თუ დაჭირდება ჩვენს ქვეყანას მზად ვართ საკუთარი სიცოცხლე გადავდოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მასში მაცხოვრებელი მოსახლეობის ბედნიერი მომავლისათვის.“– განაცხადა ზურაბ გამეზარდაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)