|
2017-01-23 13:44:55, 804 ნახვა
სამხედრო
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის სამხედრო პოლიციის, სამხედრო-სამედიცინო და ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამშვების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიმართა და სწავლების დასრულება მიულოცა. ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდა ოფიცრებს სწავლების გავლის შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 19 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. 15 კვირის განმავლობაში მათ კონვოის ოპერაციები, ტყვეთა მოპყრობის წესები, ჩეკპოინტების მოწყობა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და ადამიანის უფლებები შეისწავლეს. სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი კი, 4 სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. 16 კვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები დაშავებულთა პრეჰოსპიტალურ მართვას დაეუფლნენ; გაიარეს ზოგადი საექიმო გადამზადება, პრევენციული მედიცინა და სხვა დისციპლინები. ლოგისტიკის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსში მონაწილეობა 40 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. კურსი 16 კვირის მანძილზე გაგრძელდა და მასში მონაწილე სამხედროებმა უზრუნველყოფის ბატალიონის სტრუქტურა, ქონების მომარაგების საკითხები, სამხედრო ქონების დასაწყობებისა და აღრიცხვის საფუძვლები გაიარეს, ასევე, შეისწავლეს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და ქვედანაყოფის ლოგისტიკიკური უზრუნველყოფის პრინციპები. სამივე კურსის კურსდამთავრებულები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელენ მსახურს. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)