23:38 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 07:53:07, 781 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზოგადოება „ბათომის“ წევრებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებითა და მდგრადი განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის, „ბათომის" წევრებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე კულტურული (განსაკუთრებით – ურბანული) მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ საზოგადოება „ბათომის" წევრებს კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების დაცვისა და შენარჩუნების შესახებ თავისი მოსაზრებები გააცნო. საუბარი შეეხო ძველი ბულვარის კონსერვაციასა და ახალი ბულვარის განვითარების გეგმებს, ასევე ქალაქის ურბანული განაშენიანებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებს. 

მთავრობის თავმჯდომარემ გამოხატა მზადყოფნა გაითვალისწინოს საზოგადოების მოსაზრება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და ქალაქის არქიტექტურასა და ურბანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემატური თემები სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გადაჭრას. 

„ბათუმმა არ უნდა დაკარგოს თავისი იერსახე" - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ზურაბ პატარაძემ საზოგადოება „ბათომთან" შეხვედრაზე გააჟღერა. მსგავსი შეხვედრები აჭარის მთავრობაში პერმანენტულად გაიმართება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics