|
2017-01-20 17:18:16, 1838 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანი ბუკიკიო: განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას და სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღას" შეეხო. პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და სასამართლო რეფორმაზე საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნულ საკითხებზე აზრთა გაცვლა - გამოცვლა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ვენეციის კომისიამ სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის" შესახებ უკვე გასცა რეკომენდაციები და სასურველია, თუ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. "ჩვენ განვიხილეთ მრავალი თემა პრეზიდენტთან შეხვედრისას, ძირითადად კი, საკონსტიტუციო კომისიის მომავალი მუშაობის საკითხი. უნდა აღვნიშნო, რომ სრულად ვეთანხმებით ამ საკონსტიტუციო რეფორმის მიზნებსა და ამოცანებს და განსაკუთრებით ვაფასებთ პრეზიდენტის როლს, რომელიც ჩანს, რომ შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ქვეყანაში დემოკრატიის გარანტია. ვფიქრობ, რომ პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას კარგი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ, რადგან საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გაუმჯობესება და, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სრულყოფა, არ არის რთული. არსებული კონსტიტუცია გლობალურ დონეზე უკვე კარგი ტექსტია, თუმცა გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს და ვენეციის კომისია კვლავ მზადაა ნაყოფიერი და ვიმედოვნებ, ამჯერად წარმატებული თანამშრომლობისათვის, რადგან ჩვენ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა ამ რეფორმაში ვმონაწილეობთ. რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ჩვენ უკვე გავეცით რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ამჯერად ჩვენი რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისია მზადაა ამ რეფორმების ნებისმიერ ეტაპზე მოგვაწოდოს საკუთარი მოსაზრებები. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ორი, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის - საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე ვენეციის კომისიის წევრების მოსაზრების მოსმენა. როგორც ჩვენ ვნახეთ ვენეციის კომისია მზად არის, რომ ამ რეფორმების ნებისმიერ ეტაპზე მოგვაწოდოს მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ჩვენი სასამართლოს სისტემა, ჩვენი კონსტიტუცია, იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი კონტექსტი, თავისებურება, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შეწონასწორების პრინციპი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)