2017-01-19 13:09:40, 2531 ნახვა
სამართალი
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერი პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს
„ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში, სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას, მარიხუანა ამოიღეს.
როგორც დიაკონმა გიორგი ჯახუამ „გირჩის“ ქუთაისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კანაფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყენებდა.
მისივე განცხადებით, C ჰეპატიტით, დიაბეტითა და ავთვისებიანი სიმსივნითაა დაავადებული.
გიორგი ჯახუამ სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.
მანვე დასძინა, რომ პოლიციელებმა ორ ძირ კანაფთან ერთად, ანტიკვარული ნივთი წაიღეს.
დიაკონის უფლებებს „გირჩის“ იურისტი დაიცავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან