|
2017-01-19 11:48:54, 2344 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: იმედი მაქვს, ტრამპის პრეზიდენტობისას, მოსკოვი და ვაშინგტონი ბირთვული არსენალის შემცირებაზე შეთანხმდებიან
ბარაკ ობამამ პრეზიდენტის რანგში თეთრ სახლში ბოლო პრესკონფერენცია გამართა და რვა წელი შეაჯამა. მან იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდნეტობის პერიოდში, მოსკოვი და ვაშინგტონი ბირთვული არსენალის შემცირებაზე შეთანხმდებიან. ასევე, ბარაკ ობამამ რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა: „ვფიქრობ, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ინტერესებშია, რომ ჩვენ კონსტრუქციული ურთიერთობა გქვონდეს რუსეთთან. სწორედ ასეთი დამოკიდებულება მქონდა ამ საკითხის მიმართ ჩემი პრეზიდენტობის დროს, ერთობლივად ვმუშაობდით იქ, სადაც ჩვენი ინტერესების თანხვედრა ხდებოდა. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს, რუსეთში ანტიამერიკული განწყობა გაძლიერდა, ამან კი ვაშინგტონდა ა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გაამწვავა. ვფიქრობ, რუსეთსა დ აუკრაინას შორის მჭიდრო კავშირები აღდგება. ისინი ისტორიულად არიან აერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც სოციალურ, ისე კულტურულ სფეროებში, თუცმა უკრიანა დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი, უკრაინაში განვითარებული მოვლენები იყო; სანქციები დაწესდა ბირთვული იარაღის გამოც. იმედი მაქვს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, მოსკოვი და ვაშინგტონი ბირთვული არსენალის შემცირებაზე შეთანხმდებიან“,-აღნიშნა ბარაკ ობამამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)