|
2017-01-12 11:50:09, 2734 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ასეთი ახალი ინიციატივებით, მთავარი გამოწვევების დაძლევა მოხერხდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება იმ წამოწყებას, რომელიც საქართველოში ადგილობრივ წარმოებაზეა ორიენტირებული. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განახლებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარების“ პრეზენტაციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროცესში ჩართულია და ხელს შეუწყობს სამამულო წარმოების გაძლიერებას. პრეზიდენტი დარწმუნებულია, მსგავსი ახალი ინიციატივებით ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების დაძლევა მოხერხდება. „მე ვიცი, რომ პროგრამას უკვე აქვს დადებითი ნაბიჯები. კიდევ ერთი ნაბიჯი ამ პროცესში, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი სამამულო წარმოების გაზრდაზე, იქნება ახალი ტალღის და ემოციის შემცველი. მივესალმები იმ წამოწყებას, რომელიც ორიენტირებული ადგილობრივ წარმოებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს მოიტანს მეთ სამუშაო ადგილს. ჩვენ ადმინისტრაცია ხელს შევუწყობთ სამამულო წარმოების გაძლიერებას. ბუნებრივია, სამამულო წარმოების გაძლიერება წაადგება იმ მნიშვნელოვან პროცესს ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)