|
2017-01-12 11:46:35, 1647 ნახვა
კომენტარი
მიშველაძე პრეზიდენტის სიძის დაჭრაზე: ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე თავდასხმა ხდება
„ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა“,- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს. „ვერ ვისაუბრებ ვერანაირ დეტალებზე და ვერსიებზე. ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ ეტაპისთვის განვაცხადოთ, არის ის, რომ ცუდია როდესაც ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა. თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით დასრულებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ეფექტური იქნება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა მიშველაძემ. ცნობისთვის, წუხელ ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)