|
2017-01-09 12:55:29, 1573 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ეს ვიზიტი საქართველო-ისრაელს შორის ისტორიულ თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო -ისრაელს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას 25 წელი უსრულდება. მან ისრაელის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მარგველაშვილის თქმით, ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ისტორიულ თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს: „ჩვენს ერებს შორის მეგობრობა 26 საუკენს ითვლის. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლის შესრულდება წელს და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის. მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ ჩვენი ებრაელი მეგობრები. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც ამ ძალიან კარგი ურთიერთობების ფონზე ეფექტურად ხორციელდება საქართველოსა და ისრაელს შორის. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი და სამთავრობო ყველა ფორმატი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოებისგან ამ ურთიერთობების გასაღმრავებლად, გვაქვს მზარდი შესაძლებლობებიც ტურიზმთან მიმართებაშიც და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ბიზნემსმენთა უფრო აქტიური დაახლოებისაკენ და აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისკენ გადაიდგას საქართველოსა და ისრაელს შორის. მადლობა მინდა ვუთხრა ისრაელის პრეზიდენტს და ქალბატონ პირველ ლედის საქართველოს სტუმრობისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი, ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ამ ისტორიულ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)