17:57 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 13:18:46, 2422 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი: დონალდ, დროა გაიზარდო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს საქციელის შეცვლას ურჩევს და მილიარდერს ''გაზრდისკენ''მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას PBS ავრცელებს. 

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დონალდ ტრამპმა მოსახლეობას უნდა აჩვენოს თუ რა შეუძლია. 

"გაიზარდე, დონალდ გაიზარდე. დროა გაიზარდოთ. თქვენ პრეზიდენტი ხართ და უნდა გვაჩვენოთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ", - განაცხადა ბაიდენმა სოციალური ქსელი Twitter-თან დაკავშირებით დონალდ ტრამპის დამოკიდებულების კომენტირებისას.

ამასთან, ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ მას აწუხებს ის ცვლილებები, რომელიც ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია არა საგარეო პოლიტიკაში, არამედ შიდა პოლიტიკურ წრეებში ახორციელებს. 2016 წლის ოქტომბერში ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ დონალდ ტრამპის ცემის სურვილი ჰქონდა.

ცნობისთვის, 20 იანვარს ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია იქნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics