15:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 20:31:36, 2627 ნახვა

ეკონომიკა
მცხეთის მუნიციპალიტეტში ეკოტურიზმის ცენტრი აშენდება

შპს „სევსამორა ვილა“ მცხეთის მუნიციპალიტეტში 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიამ  მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტურისტული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც  2018-2019 წლებში დასრულდება. პროექტი მოიცავს 41 ნომრიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო კორპუსს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, სარესტორნო კომპლექსს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, ღვინის  მუზეუმს და სპორტულ-საბავშვო მოედნებს.  

„ტურისტული კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება ეკოტურიზმის თემატიკასთან.  აქ წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. კომპანიამ უკვე შეიძინა რამდენიმე სავენახე მიწის ნაკვეთი, სადაც ბიოტექნოლოგიით მოვლილ ტერიტორიებზე  გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ქართული ვაზის სახეობები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,სევსამორა ვილას“ საბაზრო ფასად, 104 261 ლარად საკუთრებაში გადასცა  მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურასა და სოფელ საგურამოში მდებარე 3 ერთეული მიწის ნაკვეთი“, - ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics