|
2015-03-26 18:38:09, 593 ნახვა
საზოგადოება
თამარ სანიკიძე 5 წლის ასაკიდან სკოლაში შესვლას ეწინააღმდეგება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც ბავშვებს, რომლებსაც დეკემბრამდე 6 წელი უსრულდებათ, სკოლაში შესვლის უფლება უნდა მიენიჭოთ. სანიკიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ინერგება სასკოლო მზაობის პროგრამები, რომელიც მინისტრის მტკიცებით, სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებას ხელს შეუწყობს. "ამ თემას საჭირო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან. სხვა შემთვევაში ასეთი ინიციატივა არ უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში. თუ შეკითხვა ისმევა იმის ირგვლივ, რა უნდა გავაკეთოთ ვისაც 5 წლის შვილი გვყავს, რომელსაც არ უწევს წელს სკოლაში მისვლა, ამის პასუხი არის მარტივი - როგორც იქნა საქართველოში ინერგება წინა სასკოლო მზაობის პროგრამები, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის გზაა.ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მიდგომა. ეს გახდება მომავალში აუცილებელი და ამისთვის ჩვენ სასკოლო მზაობის ხარისხს ნამდვილად ავწევთ. ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში ექნებათ უკეთესი შედეგები. ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ წინა სასკოლო მზაობა დაინერგოს, განხორციელდეს ნაწილობრივ ბაღების, ნაწილობრივ სკოლების ბაზებზე, ამიტომ ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ თუნდაც იმ ერთ კვირიანი, ორ თვიანი თუ 3 თვიანი გამონაკლისების დაწესებაზე. გამონაკლისის დაწესება ზოგადად არ არის მიზანშეწონილი",- აღნიშნა სანიკიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)