|
2016-12-30 13:39:59, 2162 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: იყო ბევრი უფუნქციო კადრი, რომლებიც ხელფასს იღებდნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, უწყებაში ბევრი უფუნქციო კადრი იყო, რომლებიც ხელფასს იღებდნენ. სწორედ ამიტომ, მინისტრის თქმით, მათ რეორგანიზაცია შეეხოთ. აღნიშნული განცხადების შემდეგ ჟურნალისტი დაინტერესდა გამოიკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა უფუნქციო კადრებისთვის ხელფასის გადახდის გამო. იზორიას თქმით, პასუხისმგებლობაზე და წარსულზე აქცენტის გაკეთებას არ გეგმავს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებები არ იყო უკანონო, უბრალოდ შტატი იყო არამიზნობრივი. "პასუხისმგებლობაზე და წარსულზე აქცენტის გაკეთებას არ ვგეგმავ. იყო უფუნქციო ბევრი კადრი, თუმცა ხელფასს იღებდნენ. ასევე, როცა შტატი გაუქმებულია და ხელფასს იღებს პიროვნება, ჩნდება კითხვა რამდენად სწორად იხარჯება ჩვენი მოსახლეობის გადასახადები", - განაცხადა ლევან იზორიამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)