|
2016-12-29 14:11:33, 1563 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: პრემიერის მეკვლეობა ძალიან გამიხარდებოდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ახალ წელს მოქმედი პრემიერ-მინისტრის მეკვლეობა ძალიან გაუხარდებოდა, თუმცა უარს არც ყოფილ პრემიერზე იტყოდა: „პოლიტიკოსებს თუ ვისურვებდი მეკვლედ, ნამდვილად ვისურვებდი იმიტომ, რომ ჩემი რამდენიმე ძვირფასი მეგობარი არის პოლიტიკაში და პრემიერის მეკვლეობაც ძალიან გამიხარდებოდა. ყოფილზეც არ ვიტყოდი უარს, რა თქმა უნდა. მოქმედი პრემიერის, ვიცეპრემიერის, ან ნებისმიერი კოლეგის მეკვლეობა ძალიან გამიხარდებოდა. ასევე განსაკუთრებული სიმპათიებით ვარ ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის მიმართ განმსჭვალული. ძალიან გამიხარდებოდა მისი სტუმრობაც. რაც შეეხება ზღაპრის გმირებს, მართალი გითხრათ, მკითხეს თქვენი საყვარელი ზღაპრის გმირი რომელიაო და ცოტა ვიწვალე. ასეთი პასუხი მოვიფიქრე, ბევრს რომ შრომობს და აღწევს ცხოვრებაში, აი, ის გმირი მინდა, რომ მოვიდესთქო. ჯერ ვერ გავიხსენე და გეტყვით რომ გავიხსენებ აუცილებლად“, - განმარტა ჯეჯელავამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)