|
2016-12-28 14:42:21, 1854 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: სირიასთან დაკავშირებით, ჩვენი ხმა მსოფლიო მასშტაბით ისმის
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სირიის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია ყველა საერთაშორისო ფორმატში აქვს დაფიქსირებული. მისი თქმით, პარლამენტის განსასაზღვრია მივიღებთ თუ არა ამ საკითხზე რეზოლუციას. „საქართველოს პოზიცია ძალიან აქტიურად ფიქსირდება ყველა საერთაშორისო ფორმატში. მაქსიმალურად ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მასშტაბით სირიის კრიზისის საკითხზე. ეს გამოიხატება თუნდაც ჩვენი ვალდებულებით, რომელიც სტამბულის სამიტზე გავაჟღერეთ, რომ საერთაშორისო დონორების დაფინანსების შემთხვევაში სტუდენტებს მივიღებთ. ასევე, ჰუმანიტარული დახმარების ფორმატზე აქტიურად ვმუშაობთ. საქართველოს პოზიცია, სირიასთან დაკავშირებით ყველა ფორმატშია დაფიქსირებული. პარლამენტის განსასაზღვრია, მიიღებს თუ არა რეზოლუციას“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)