|
2015-03-26 13:04:02, 536 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩამოყალიბებული გაურკვეველი სექტა
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქცია ჩემთვის პირადად სასაცილოა და ამაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 21 მარტის აქციის ჩასატარებლად რამდენიმე მილიონი დახარჯა. „ნაციონალურ მოძრაობის“ მსოფლმხედველობა გაჯერებულია სიცრუით, ტყუილით, აგრესიით, ძალადობით, სადიზმითა და სისასტიკით. ეს არის ძალიან მოკლე აღწერილობა ნაციონალური მართველობის 9 წლიანი საქმიანობის. ის ფაქტი, რომ მათ გამართეს აქცია და მოითხოვეს საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს სასაცილოა ჩემთვის პირადად, ამაზე სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ. ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ეს ადამიანები არიან უკვე ჩამოყალიბებული გაუგებარი სექტა, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან ორიენტირებულები ქვეყნის განვითარებაზე, პირიქით მათი ამოცანაა შემოიტანონ არეულობა და შფოთვა, მითუმეტეს, როცა მათ აქვთ ამის საშუალება. მათ აქვთ ყველაზე მძლავრი მედია საშუალება და ჰყავთ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ კანონს გარეთ არეულობა შემოიტანონ მოსახლეობაში, მაგრამ მათ სახელმწიფო გასცემს ადეკვატურ პასუხს, კანონის ფარგლებში. სახელმწიფო იქნება ძალიან დაუნდობელი კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა. მათ ჰქონდათ უფლება ჩაეტარებინათ აქცია, ძალით მოგროვილი და ფულით დაგეგმილი აქცია. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი შანსი არ აქვს, რომ საქართველოში რაიმე პროცესები შეაფერხონ. განვითარებას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე და არ დავუშვებთ რაიმე შეფერხებასა და არეულობას. ასე, რომ ეს იყო სასაცილო აქცია, განაწყენდა 10 000 კაცი და მოითხოვა მთავრობის გადადგომა, მაგრამ ეს მათი არჩევანია“, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საპროტესტო აქცია, ერთიანმა“ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 მარტს „თავისუფლების მოედანზე“, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)