07:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 18:28:01, 2241 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირმა ინაშვილი: მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, ამიტომ საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, აუცილებელია, ქართველმა ხალხმა წარმოდგენილი ცვლილებები განიხილოს და ამ ცვლილებებს საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდეს.

„დღეს გაიმართა პირველი სხდომა, რომელიც უფრო საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა. განსახილველად ბევრი რამ იყო წარმოდგენილი და ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით კომისიის მუშაობაში ჩართული. ყურადღება ხალხის აზრზე უნდა გამახვილდეს და ეს აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. ითქვა, რომ იქნება საერთო, სახალხო განხილვა, ამიტომ მე ამ მიმართულებით ძალიან ვარ დაინტერესებული. ვთვლი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია ასევე ქართველმა ხალხმა წარმოდგენილი ცვლილებები განიხილოს და ამ ცვლილებებს საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics