|
2015-03-26 12:39:52, 373 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გოგი თოფაძის პოზიციას არ იზიარებს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მრეწველების“ ლიდერის განცხადებას, იმასთან დაკავშრებით, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უფრო უკეთესად იქნება, არ იზიარებს. ამის შესახებ მან მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ თოფაძის აღნიშნულ განცხადებას დიდ დროს ნუ დაუთმობენ. „“მრეწველების“ პარტია, ისევე, როგორც სხვა პარტიები, რომლებიც კოალიციაში შედიან, ოფიციალურად იზიარებენ ჩვენს მიერ განცხადებულ პოზიციას, იქნება ეს საგარეო, საშინაო თუ სხვა პოლიტიკა. რაც შეეხება გოგი თოფაძის განცხადებებს, მე რა თქმა უნდა არ ვიზიარებ, ეს მისი პირადი აზრია, ეს არ წარმოადგენს კოალიციის აზრს. ამ შემთხვევაში და ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ მისი ეს განმარტება არის ზედმეტად აჟიტირებული და მე არ გირჩევდით, რომ დიდი დრო დახარჯოთ ამ თემაზე, ვინაიდან ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად ნათელია. ჩვენ ამასთან კონსესუსი გვაქვს და მთავრობა ამ კურსს და პოლიტიკას ეფექტიანად ახორციელებს. ასე, რომ ჩემთვის რა თქმა უნდა მიუღებელია ეს განცხადება, მაგრამ ამაში რაღაც ტრაგიკული და განსაკუთრებული არაფერია. მე ვფიქრობ, ეს არის გოგი თოფაძის, როგორც მოქალაქის პირადი შეხედულება და ეს არ წარმოადგენს ჩვენი კოალიციის აზრს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მან იმედი გამოთვა, რომ გოგი თოფაძე და ზოგადად „მრეწველების“ პარტია კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მათ აზრს, რომ ისინი მთავრობის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას სრულად იზიარებენ.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)