17:57 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 17:15:17, 3203 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამოვრიცხავ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში რუსეთი დამნაშავე არ არის, თუმცა ის ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ფიქრობს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც პუტინმა აღნიშნა, ის საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს.

"რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, უმიზეზოდ არ დაწყებულა. კონფლიქტის შემდეგ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კონფლიქტი არ დაგვიწყია, ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, თუმცა საბოლოო ჯამში ურთიერთობების დარეგულირება უნდა მოხდეს. მე არ გამოვრიცხავ უვიზო რეჟიმის დაწესებას საქართველოს მოსახლეობისთვის. მგონია, რომ ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა სიგნალებს, სხვადასხვა ცალკეული სტრუქტურებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის დარეგულირება სპეცსამსახურებთან და სხვა ცალკეულ ორგანოებთან, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით", - განაცხადა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის დაწესებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ისევე როგორც უკრაინისთვის უვიზო მიმოშვლა ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

"უვიზო მიმოსვლა უნდა დაწესდეს და ეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქეებისთვის. თუმცა, ამით ჩვენ უსაფრთხოებას საფრთხე არ უნდა შეექმნას", - დასძინა პუტინმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics