|
2016-12-23 09:50:53, 1804 ნახვა
სამართალი
შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში უწყებათაშორისო სასწავლო კურსი ჩატარადა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში, სუფსაში, უწყებათშორისი სასწავლო კურსის შემაჯამებელ ეტაპს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენელი, მესამე რანგის კაპიტანი ლიბი რასმუსენი დაესწრნენ. შსს-ს ინფორმაციით, სწავლების მიზანი იყო, უწყებათშორისი საინფორმაციო უზრუნველყოფის გზით, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში შემავალი უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ დროულად მოახდინონ რისკების გამოვლენა, უზრუნველყონ ზღვაზე სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის პრევენცია და მათზე მყისიერი რეაგირება. მათივე ცნობით, ტრენინგს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის წარმომადგენელი ლიბი რასმუსენი უძღვებოდა. საქართველოში 3 კვირიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი ტრენერი ქართულ მხარეს ერთიანი მართვის ცენტრისათვის დაკისრებული ამოცანებისა და საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვაში ეხმარებოდა. ერთიანი მართვის ცენტრი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე, სადგურ „სუფსას“ ტერიტორიაზე, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით აშენდა. ცენტრში 8 სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელებსაც კოორდინაციას შს სამინისტრო უწევს. ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)