14:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 14:14:45, 2190 ნახვა

ეკონომიკა
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ რუსთავში საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის რემონტი და კეთილმოწყობა უზრუნველყო

საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ქალაქ რუსთავში, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, რომლის საერთო ფართი 114 კვ.მ-ია გაარემონტა, ამასთან ბავშვთა სახლს საჩუქრად გადასცა ავეჯი, საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნები. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, ასევე მოეწყო საგანმანათლებლო სივრცე და სამკითხველო. საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის, კეთილმოეწყო ეზო. 

რუსათავის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ამჟამად 6-დან 18 წლამდე ასაკის 6 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს. ბენეფიციარებს, ბავშვთა სახლი 24-საათიან მომსახურებას უწევს, მომსახურებაში შედის კვებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე დასვენებაზე და სეზონურ ტანსაცმელზე ზრუნვა.

ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო”-ს, რომლის მიზანია ბავშვების ოჯახებში რეინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, საქართველოს ბანკის ფონდმა, ჯერ კიდევ 2009 წელს საჩუქრად გადასცა კეთილმოწყობილი და სრული ინვენტარით აღჭურვილი ბინა. 2009 წლიდან დღემდე სახლში 17 მზრუნველობამოკლებული ბავშვი გაიზარდა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge  

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics