|
2016-12-08 15:18:40, 1383 ნახვა
სამხედრო
გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა მიიღო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის შტაბის უფროსის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ოდ ეგილ პედერსენს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის სფეროში ნატოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს. როგორც გენერალმა ჩაჩიბაიამ აღნიშნა, უწყებაში მიმდინარე რეფორმები თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. საუბარი ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს. გენერალური შტაბის უფროსმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება „ნატო-საქართველოს სწავლება 2016-ზე“, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების (JTEC) ცენტრში ნოემბერში ჩატარდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ მიმართულებებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, წვრთნისა და შეფასების (JTEC) ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც მომავალში რეგიონულ მასშტაბებსაც შეიძენს. გენერალურ შტაბში გამართულ ოფიციალურ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავაც დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ოდ ეგილ პიტერსენი წვრთნისა და შეფასების (JTEC) ცენტრს და ნატოს სამეკავშირეო ოფისსაც მოინახულებს. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)