|
2016-12-06 14:46:08, 2221 ნახვა
სამართალი კომენტარი
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა. "უნდა დასრულდეს გამოძიება, სასამართლო პროცესი. უნდა დაველოდოთ პროცესის დასრულებას. რაც შეეხება კითხვებს, ზოგადად, კითხვები არსებობდა საზოგადოებაში და დღემდე არსებობს. იმედი მაქვს, ამ კითხვებს გაეცემა პასუხი",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენზე პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ზურაბ ჟვანიას საქმეზე, სასამართლო-სამედიცინო ექპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც იგი გამართლდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)