|
2016-12-05 10:12:04, 1392 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საბავშვო კონცერტს "ერთმანეთისთვის" დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გუშინ საბავშვო კონცერტს "ერთმანეთისთვის" დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო ხასიათის კონცერტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მათივე ცნობით, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში ჩატარებულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სტუდია ,,ბასტი ბუბუმ'', ანსამბლებმა "გაზაფხული" და "ზღვის შვილები", წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის ბენდმა "კალანდამ"და ანსამბლმა "ხარებამ". კონცერტის მთავარი შემსრულებლები იყვნენ ბათუმის 26- საშუალო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის ბავშვები, რომელთა დახმარებით სხვადასხვა ინტეგრირებული ნომერი იქნა წარმოდგენილი. კონცერტი ცნობილ ბათუმელ მომღერალს სოფო ხალვაშს მიჰყავდა. საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში საკონცერტო დარბაზის ჰოლში ინკლუზიური სწავლების ცენტრის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. კონცერტზე შემოსული თანხა 26-ე საშუალო სკოლასთან არსებული ინკლუზიური თეატრალური დასის აღსაზრდელის -დავით ფუტკარაძისთვის ელექტრონული ეტლის შეძენისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა კონცერტის მსვლელობისას, წამყვანმა დამსწრე საზოგადოებას კომპანია "მეტროს" გადაწყვეტილება ამცნო, რომელიც დავით ფუტკარაძეს მთლიანად დაუფინანსებს ელექტრონული ეტლის შეძენას. კონცერტზე შემოსული მთლიანი თანხა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებისთვის სპეციალური მოძრავი კიბის შეძენას მოხმარდება, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს გაუადვილდეთ გადაადგილება არამარტო შენობებში, არამედ ექსკურსიებზე თუ სხვა გასვლით ღონისძიებებზე. საბავშვო კონცერტის ინიციატორი და ორგანიზატორი ასოციაცია "ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე, ხოლო მხარდამჭერები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი იყო. (NS)
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)