13:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 23:26:23, 2782 ნახვა

მსოფლიო
პარიზში შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი მძევლად აიყვანა

პარიზში, ტურისტულ სააგენტოში შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი მძევლად აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებულია და ის სააგენტოში ძარცვის მიზნით შეიჭრა.

შემთხვევა პარიზის სამხრეთით, მასენას ბულვარში მოხდა.

ადგილობრივი პოლიცია „ტვიტერის“ საშუალებით მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ გაიარონ. 

ამ დროისთვის ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. 

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა მოლაპარაკებები თავდამსხმელთან მძევლების გათავისუფლებაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics