|
2016-11-30 16:27:04, 1068 ნახვა
რეგიონი
საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის სასამართლოსთან - ხაჭაპურიძის მკაცრად დასჯას ითხოვენ
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების, "მომავლის იმედის" დამფუძნებლის თამარ ხაჭაპურიძის და მისი მეუღლის კახაბერ ხაჩიძის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: "ბინძური ცილისმწამებელი თ. ხაჭაპურიძე ციხეში!" "მოძალადე თ. ხაჭაპურიძე გისოსებს მიღმა !" აქციის მონაწილეებმა თამარ ხაჭაპურიძეს სირცხვილის კოლიდორიც მოუწყვეს. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ჯანმრთერლობის დაზიანების მცდელობას. ხელვაჩაურის სასამართლომ ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მის მეუღლეს - კახაბერ ხაჩიძეს კი 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე სამართალდამცავებს თავდაპირველად ცოლ-ქმარმა მიმართა. ბავშვს ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა და მშობლების თანხმობით იგი უნდა დაეკითხათ. თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა , აღნიშნული მოსამართლის მიმართ მუქარის ან სიცოცხლის მოსპობის მუხლით. ამის გამო, შეთხვევიდან 17 საათის შემდეგ, თავად არასრულწლოვანის მშობლები დააკავეს. ბრალდებული ასოციაცია 'მომავალი იმედის' თავმჯდომარეა, მეუღლე კი რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენრის თანამშრომელი იაშვილის კლინიკაში. ქალბატონი აცხადებს, რომ მათ მიმართ მიზანმიმართულ ქმედებას აქვს ადგილი.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)