13:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-27 16:04:31, 2306 ნახვა

მსოფლიო
კიევში მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციას მართავს

უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის საპროტესტო აქცია ლოზუნგით: "ამ რადას ბოლო ზამთარი" მიმდინარეობს. კიევში აქციაზე ასობით ადამიანი არის შეკრებილი და მათ უკრაინის სახელმწიფო დროშები უკავიათ.

აქციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

"მათი ცუდი ამბები მაშინ დაიწყო როდესაც მე პოლიტიკაში მოვედი, როდესაც შევქმენით ახალი მოძრაობა. მათი დრო მორჩა. დროა ხალხმა მართოს ეს ქვეყანა. მკაფიოდ გვაქვს გადაწყვეტილი პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება გადადგეს. ბოლო უნდა მოეღოს ქურდობას, კორუფციას. ეს ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების მომავალს. აუცილებლად უნდა შემცირდეს გადასახადები, როგორც ეს გავაკეთე საქართველოში. ჩვენ ვითხოვთ, რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. დღეს ჩვენ ვიბრძვით, ვართ ბევრნი, ხვალ კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, რამდნეიმე თვეში კი მილიონი ადამიანი გვეყოლება. მორჩა ოლიგარქების პარპაში, მოვიდა ჩვენი დრო. უკრაინა დღეს ევროპის გულია და ჩვენ გვეშინია მისი დაკარგვის. დადგა დრო, რომ ყველა უკრაინელი გაერთიანდეს იმათ წინააღმდეგ ვინც ქვეყანას სპობს. უკრაინას გაუმარჯოს", - მიმართა სააკაშვილმა მოსახლეობას.

აქციაზე უკრაინის ჰიმნი შესრულდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად წითელი ბარათები დაიკავეს. მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებული მიტინგის პირდაპირი ტრანსლაცია მისავე ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, აქციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics