|
2016-11-25 19:02:01, 750 ნახვა
სამხედრო
დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ქალაქ მცხეთის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ბუთხუზმა და ზაალ კაპანაძემ მოინახულეს. გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის გიორგი მაისურაძის განცხადებით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „მათ უტარდებათ ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. საჭიროების მიხედვით დაშავებულ სამხედროებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები და შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით სტაციონარში მოთავსდებიან“. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ქალაქ მცხეთის შესასვლელთან მოხდა. შედეგად I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)