01:11 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 15:03:21, 1205 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ იმ რუტინის გაგრძელებას, რომელშიც აქამდე ვიმყოფებოდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ადა მარშანიას შენიშვნას უპასუხა, რომ მას  შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს  ეკონომის მინისტრის პრეზენტაცია მოისმინა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს უმთავრესი გამოწვევა ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა,  სიღარიბის დაძლევაა და ბუნებრივია, რომ ამ თემებზე ისაუბრა.

 ამავდროულად, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი თითოეული სიტყვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ეხებოდა:

„გათავისებული მაქვს  ის  პასუხისმგებლობა, რაც მე და ჩემს კაბინეტს ეკისრება ამ მიმართულებით გარკვეული ძვრების კუთხით. დღეს გაგვაჩნია ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ესაა ეკონომიკური განვითარების ბერკეტი, რომ ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ მიმზიდველ ქვეყანად და ურთიერთობები უნდა დავათბოთ, ერთადერთი,  რასაც ვერ გავაკეთებთ, ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით. დამერწმუნებთ, ჩვენ გვაქვს არაერთი საინტერესო ინიციატივა იმისათვის, რომ აფაზებსა და ქართველებს,  ოსებსა და ქართველებს შორის ნდობა აღვადგინოთ. ყველა წინადადებაში იგულისხმება აფხაზეთი და სამაჩაბლო და ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ნაბიჯებს, რასაც დღღეს რუსეთი დგამს ამ ტერიტორიებთან მიმართებაში. მხედველობაში მაქვს ბოლო პერიოდის ხელშეკრულებები. არ ვაპირებ იმ რუტინის გაგრძელებას, რომელშიც აქამდე ვიმყოფებოდით“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics