12:53 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 11:34:17, 1131 ნახვა

სხვადასხვა
ვლადიმერ პუტინი: რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსული გეოგრაფიული საზოგადოების მიერ გამართული დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტმა გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებს გეოგრაფიული მინი გამოცდა ჩაუტარა, რა დროსაც ბიჭს ჰკითხა, სად მთავრდება რუსეთის საზღვრები.

"რუსეთის საზღვრები მთავრდება  ბერინგის სრუტეზე აშშ-სთან…“, -  თქვა ბავშვმა, რა დროსაც მას პრეზიდენტმა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ "რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება".

ვლადიმერ პუტინის ამ სიტყვებს დარბაზში სიცილი მოჰყვა, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს ხუმრობა იყო.

ცნობისთვის, რუსული გეოგრაფიული საზოგადოება 1845 წელს დაარსდა. ვლადიმერ პუტინი  მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა.

 

ვიდეო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics