|
2015-03-21 18:06:29, 548 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მე არ ვარ საქართველოში, მაგრამ აქაც საქართველოთი ვსუნთქავ
„მე არ ვარ საქართველოში, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქ ბრიუსელში, მაგრამ აქაც საქართველოთი ვსუნთქავ“, - ასე მიმართა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდან, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. „სადაც არ უნდა ვიყო, ჩემთვის მზე ამოდის საქართველოდან და ჩადის საქართველოში. მთელი ჩემი მოღვაწეობა, საქმიანობა, ყოველთვის ეძღვნებოდა მხოლოდ ერთ რამეს, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახს თავი ეგრძნო უფრო ადამიანურად, უფრო ღირსეულად და ყველას ერთად გვეამაყა ჩვენი განსაკუთრებული სამშობლოთი. ეს იქნება ჩემი ცხოვრების მიზანი, სანამ პირში სული მიდგას, სანამ ამ დედამიწაზე დავდივარ, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ცხოვრება გეკუთვნით თქვენ, ეკუთნის ჩვენს ქვეყანას, საამაყო საქართველოს და ამზე ხელს ვერავინ ვერ ამაღებინებს. ძალიან მენატრებით ყველანი და ძალიან მენატრება საქართველო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა დროში გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას და შევძლებ თქვენს გვერდით დავდგე, ჩამოვიდე საქართველოში და შემოგიერთდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენს ბრძოლაში, ჩვენს ყოველდღიურ შრომაში საქართველოს გადასარჩენად. გული მიკვდება იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საყვარელ საქართველოში. გული მიკვდება იმაზე, რომ ვუყურებ გაჩერებულ ეკონომიკას, რომ ვუყურებ როგორ იხურებიან ყოველდღე საწარმოები, მაღაზიები, სასტუმროებიც კი, როგორ გარბიან ყოველდღიურად საქართველოდან ინვესტორები, როგორ ჩერდება ის დიდი პროექტი, რომელიც მსოფლიო ბრენდად ვაქციეთ და რომლითაც ყველანი ერთად, დამსახურებულად ვამაყობდით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილი სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)