22:10 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 14:49:36, 630 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად ჩავიდა.

 გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა, ასევე მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტომასალა დაათვალიერა.

 ქვეყნის პირველი პირი საზეიმო კულტურულ ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველ პირს და პრემიერს ადგილობრივმა სტუდენტმა მადლობა გადაუხადა ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობისათვის და ამ მიმართულებით დახმარება სამომავლოთაც სთხოვა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ საკითხში მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

 საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მოედანზე გამართული სპორტული სანახაობაც დაათვალიერეს, რის შემდეგაც საგანგებო ჩირაღდნებით სადღესასწაულო კოცონის დანთებაში მიიღეს მონაწილეობა.

 სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მარნეულში საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

 „თქვენ ბევრს აკეთებთ, ბევრს შრომობთ, ხართ ძალიან ნიჭიერები და შრომისუნარიანები. იცოდეთ, რომ ამას ყველა ხედავს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი თქვენს კეთილდღეობას. დღეს არის ახლის დაწყების, ახალი ენერგიის, გაზაფხულის ზეიმის დღე. იცოდეთ, რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი წლის განმავლობაშიც ჩვენ ვართ თქვენთან ერთად, რომ გემსახუროთ და ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გამართული, უფრო ბედნიერი საქართველო. მე თქვენთან ერთად ვიბრძვი ბედნიერი საქართველოსთვის. გილოცავთ ბაირამს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics