12:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 14:54:23, 2572 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ უნივერსიტეტის 100-ზე მეტი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა

ურქეთის ხელისუფლებამ ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის 100-ზე მეტი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, უმაღლესი სასწავლებლის 70 თანამშრომელი უკვე დაკავებულია.

როგორც მედია წერს, დაკავებულებს შორის არიან პროფესორები, დოცენტები და უნივერსიტეტის კვლევითი განყოფილებების თანამშრომლები. ისინი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანზიაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თურქეთში წინასწარი პატიმრობა 37 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. სამსახურიდან 100 ათასზე მეტი საჯარო მოხელე, მოსამართლე, პროკურორი, სამართალდამცველი და სამხედრო გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ივლისში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად ანკარა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს. თავად გიულენი ამბოხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics