|
2015-03-20 20:01:01, 844 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხვალ კონტრ-აქცია გაიმართება
კოალიცია "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" ხვალ კონტრა-აქციას გამართავს და "ნაციონლური მოძრაობის" გაუქმებას მოითხოვს. როგორც "ექსპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, შეკრება საზოგადოებრივ მაუწყებელთან 15:00 საათზე იგეგმება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი "ნაციონალური მოძრაობის" აღზევებას უწყობს ხელს და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. სწორედ ამიტომ, ხვალ აქციის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადადგომასაც მოითხოვენ. "საზოგადოებრივ ტელევიზიასთან იგეგმება კონტრ-აქცია "ნაციონალური მოძრაობის" უკანონო პარპაშისა და თავხედობის გასაპროტესტებლად. საქართველოს დამღუპველი და ქართველი ერის მტრული ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე უკვე მესამედ აპირებს შეკრებას და არეულობას გეგმავს.ჩვენ ეს უპროტესტოდ არ უნდა დავტოვოთ.ისინი პასუხისგებაში არიან მისაცემი და როგორც დამნაშავე პარტია, გაუქმებული უნდა იქნას. სამწუხაროდ, მათ აღზევებას ხელს უწყობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.იქ გაბატონებული კოაბიტაციის, არაკომპეტენტურობისა და ნეპოტიზმის მეშვეობით.პირველი არხის ტელევიზია არ ემსახურება ქართული საზოგადოების ინტერესებს.საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს, ქართველმა ხალხი და საქართველოს მოსახლეობა 21 მარტს 15:00 საათზე შევიკრიბოთ ტელევიზიის კიბეებთან და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი",-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისუფლების მოედანზე ხვალ აქციას გამართავს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)