|
2016-11-10 17:14:12, 1418 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობა ღრმავდება
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ღრმავდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრ აშოკ გაჯაპათი რაჯუს შეხვედრაზე აღინიშნა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინდოეთის სამთავრობო დელეგაციის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების გამოხატულებად შეაფასა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას. საუბარი შეეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ დიდ პოტენციალს და აღინიშნა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ხაზი გაესვა საქართველო-ინდოეთის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის როლს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მსხვილი ინდური კორპორაციების საქმიანობა, მათ შორის, „ტატა ჯგუფის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციები. საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტს–„გადაიღე საქართველოში“, რომლითაც ინდოელი პროდიუსერები არიან დაინტერესებულნი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)