|
2015-03-20 15:44:42, 581 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე: კოლეგებმა სამართლიანობისთვის ვიბრძოლეთ და ეს ბრძოლა წარმატებით დამთავრდა
„მე და ჩემმა კოლეგებმა სამართლიანობისთვის ვიბრძოლეთ და ეს ბრძოლა წარმატებით დამთავრდა“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის ბრძოლა. „პირველი ნაბიჯები ეს არის სასამართლო რეფორმის გაგრძელება, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის ბრძოლა, ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული სამართალწარმოება, რაც მოითხოვს, როგორც ჩემი, ასევე სამოსამართლეო კორპუსის დიდ ძალისხმევას, საბოლოოდ რაც უნდა მოემსახუროს ადამიანების ნდობის დაბრუნებას სასამართლო ხელისუფლებისადმი. მე და ჩემმა კოლეგებმა სამართლიანობისთვის ვიბრძოლეთ და დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩემთვის. ჩვენი ბრძოლა წარმატებით დამთავრდა და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც მე ჩემი საზოგაოდების წინაშე დამეკისრა“, – აღნიშნა გვენეტაძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ ნინო გვენეტაძის დანიშვნას მხარი ერთხმად დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)