09:27 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 11:51:56, 2071 ნახვა

მსოფლიო
ერაყელმა სამხედროებმა მოსულთან მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ერაყელმა სამხედროებმა მოსულთან მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ერაყის არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, სამარხში ასამდე თავმოკვეთილი ცხედარია.

როგორც სამხედროების განცხადებაშია ნათქვამი, სამარხი მოსულის შემოგარენში, დასახლება ჰამამ ალ-ალიში სკოლის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ეს ქალაქი მოსულამდე სამხრეთიდან მისასვლელ გზაზე ბოლო დასახლებული პუნქტია.

გასული კვირის ბოლოს ადამიანის უფლებთა გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველომ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოსულის ასობით მშვიდობიანი მცხოვრები სიკვდილით დასაჯეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტები თავიანთ რიგებში ბრძოლას 10 წლამდე ბავშვებს აიძულებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერაყის სპეცდანიშნულების ძალები მოსულში 2 ნოემბერს შევიდნენ. 

ცნობისთვის, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული "ისლამურ სახელმწიფოს" 2014 წლიდან აქვს დაკავებული. ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთმა მებრძლებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ მხარდაჭერას აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაცია უწევთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics