|
2016-11-07 13:32:25, 1230 ნახვა
კომენტარი სამხედრო
სესიაშვილი წვევამდელებზე: მინისტრის გადაწყვეტილება ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია
„ბატონი ლევანის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია, ჩემი პოზიცია მინისტრის პოზიციას ემთხვევა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას უწყებაში წვევამდელების სისტემის აღდგენასთან დაკავშირებით. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სამხედრო სარეზერვო სამსახურთან წვევამდელების ერთგავრი შეთავსება მნიშვნელოვანი იქნება. „წვევამდელებთან მიმართებაში ჩემი პოზიცია იცით. აქამდე, როცა თავის დროზე ქალბატონმა თინა ხიდაშელმა თავისი ბრძანებით შეწყვიტა სავალდებულო სამსახურებში მიღება, მე მაშინ ჩემი კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე იმ ნაწილში, რომ ამაზე საჭირო იყო ფართო მსჯელობა. ბატონი ლევანის გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია. ჩემი პოზიცია ემთხვევა მინისტრის პოზიციას, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ჩვენ საერთო კომპლექსური სურათი დავინახოთ. იმიტომ რომ წვევამდელები მსახურობენ არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, არამედ სხვა უწყებებშიც. ჩემი აზრით მათი ერთგვარი შეთავსება სარეზერვო სამხედრო სამსახურთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნებისმიერი ჯარისკაცი ეს არის სამხედრო რეზერვისტი და მათი მომზადება უნდა იყოს ადეკვატური და თავსებადი“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და დასძინა, რომ ბევრ საკითხში თავდაცვის მინისტრის პოზიციას იზიარებს. „ძალიან ბევრ საკითხში აბსოლუტურად ვიზიარებ მის პოზიციებს, რაც მინისტრმა წარმოადგინა. თავისთავად ცხადია ჩვენი კომიტეტი ღირსეულად განიხილავს და გაანალიზებს საკითხს. სულ რამდენიმე წუთის წინ მინისტრთან მქონდა საუბარი, უკვე დავგეგმეთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში რამდენიმე მოსმენის ჩავატრებთ, მათ შორის დახურულიც“,-აღნიშნა სესიაშვილმა.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)